თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. ტაილანდში ქმარმა ცოლის კრემაციამდე ბოლო წამებში შენიშნა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun.
მიცვალებული ადგა: გარდაცვლილი ქალი პროზექტურაში გაცოცხლდა >>
ქალი გარდაცვლილად ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს გამოაცხადეს. ამის შემდეგ მისი სხეული ინახებოდა დაბალ ტემპერატურაზე, ოჯახი კი დაკრძალვისთვის ემზადებოდა. კრემაციის პროცედურის დღეს 70 წლის ქალის ქმარი ტავინ სოპაჯორნი სხეულის განბანვის ტრადიციულ რიტუალს ატარებდა და უცებ შენიშნა, რომ ის სუნთქავს, თვალის ქუთუთოები კი მოძრაობს.
„მას შემდეგ, რაც მან კვირას სუთქვა შეწყვიტა, მისი სხეული სასახლეში ჩავასვენეთ, მაგრამ უცნაურად მომეჩვენა ის, რომ სხეული არ გაცივდა და არ გაქვავდა. დაკრძალვის დროს მე ვიყავი ბოლო ადამიანი, ვინც მას შეეხო. მინდოდა, რომ შემდგომი ცხოვრება ბედნიერი ჰქონოდა. შემდეგ დავინახე, რომ თვალებს ამოძრავებდა. როდესაც განბანვა დავიწყე, გაინძრა“, - განაცხადა ტავინმა.
მამაკაცმა მაშინათვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, მისი ცოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ის მძიმე მდგომარეობაშია.