ოქრო! ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველმა სპორტსმენმა არამარტო ევროპის ჩემპიონი გახდა, არამედ რეკორდი სამივე დისციპლინაში დაამყარა: ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ საქართველოს ნაკრებს მოუტანა ოქროს მედალი იუნიორთა (U-20) და ახალგაზრდებს შორის (U-23) ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუმინეთში მიმდინარეობს.

96 კგ-მდე წონით კატეგორიაში ანტონ პლესნოიმ მოიპობვა ოქროს მედალი და ორჭიდის ჯამში 388 კგ დააგროვა (173 კგ ატაცში და 215 კგ აკვრაში).

გარდა ამისა, სპორტსმენმა ახალი ევროპული რეკორდი სამივე დისციპლინაში დაამყარა: ატაცში, აკვრასა და ორჭიდში. მეორე ადგილზე არიან უკრაინელი ვლადიმირ ხოზა (364 კგ) და რუსი სტანისლავ მაზნიცინი(363 კგ).

ოქრო! ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

პლესნიოს გარდა ამ დღეს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა - ძალოსანმა ლევან დავითაძემ (-89 კგ) აიღო. ქართველმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. რომ არა ფეხის ტრავმა, დავითაძეს ოქროს მედლის იმედი ჰქონდა.

ევროპის ჩემპიონატი ბუქარესტში 27 ოქტომბერს დასრულდება. შეჯიბრების ბოლო დღეს მედლებისთვის იბრძოლებენ სპორტსმენები 102 და 109 კილოგრამამდე, ასევე 109 კილოგრამს ზემოდ კატეგორიაში.