„გუგული, გამიღე პირი“ -ნინო ნადირაძემ მეუღლეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო - ვიდეო

ყველა კარგად იცნობს ნადირაძე-კუზანოვების ოჯახს. გუგამ და ნინომ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს. მათი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებენ
Sputnik

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება.

ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი ორ შვილს ზრდიან. ბაია და ივა კუზანოვები განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევიან. ოჯახის უფროსი ქალიშვილი მშობლების გზას დაადგა და ახლა სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს, ხოლო ივიკო, როგორც მას მოფერებით ოჯახის წევრები ეძახიან, სკოლის მოსწავლეა და მისი სამომავლო კარიერის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახში მატებაა. მათ ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. მათ თაფლობის თვე კრეტაზე აღნიშნეს.

„გუგული, გამიღე პირი“ -ნინო ნადირაძემ მეუღლეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო - ვიდეო

 

ნინო ნადირაძე და მისი ოჯახი სკანდალებში იშვიათად ეხვევიან, თუმცა კარდიოლოგი ნინო ეპატაჟური განცხადებების გავრცელებას თავს არ არიდებს. ცოტა ხნის წინ ნინომ სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი პეტერბურგში იმყოფება. მეუღლეს კი ნინო დაბადების დღეს ორიგინალურად ულოცავს.