კახეთი ქართული ყველის ფესტივალს მასპინძლობს

გურჯაანში მიმდინარე ფესტივალის ორგანიზატორები წარმოდგენილ კერძებში ქართული ყველის 80-წლიან ისტორიას აჩვენებენ
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარები იკრიბებიან გურჯაანში - ისინი სტუმრებს ყველისგან დამზადებულ ქართულ კერძებს შესთავაზებენ, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ქართულმა ყველმა პორტალ Food Insider-ის ყურადღება მიიპყრო >>

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა - ვიდეო

ფესტივალის ფარგლებში ახტალას პარკში აგროპროდუქციის გამოფენა გაიხსნა. იქვე ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები ატარებენ ყველის კერძების მომზადების მასტერ-კლასებს. ფესტივალის პროგრამაშია ასევე ჩურჩხელების დამზადების და ხინკლის მოხვევის კონკურსები. ყველის ფესტივალზე კახური ღვინის კუთხეც იქნება.

სტუმრებს შორის იქნება ეთნო-სოფელი „სისა-ტურას“ დამფუძნებელი მარიკა თოდუა, რომელიც სტუმრებს ელარჯის გაკეთებას ასწავლის.

სასმელების და კერძების გარდა, ორგანიზატორებმა გართობაზეც იზრუნეს. სტუმრებისთვის მოეწყობა ვიქტორინები და სპორტული შეჯიბრებები. ბავშვებისთვის გამართავენ სპეციალურ კულინარიულ კონკურსებს და საპნის ბუშტების შოუს.

ფესტივალის ბოლოს სტუმრები იხილავენ კულინარიული „ოსკარის“ - საერთაშორისო კონკურს Bocuse d'Or-ის ეროვნული შესარჩევი ტურის ფინალისტებს, რომლებიც უმაღლესი დონის „გემრიელ შოუს“ მოაწყობენ.