„ჩემთვის სხვადასხვა პარტიები არ არსებობს, ყველა არის დაახლოებით ერთი და იგივე. როგორც ნაცრისფერ მასას ისე ვუყურებ ყველას მოწონთ ეს, თუ არ მოწონთ. „გირჩი“ ერთადერთი პარტიაა ქვეყანაში, რომელსაც აქვს მკაცრად განსაზღვრული, გამჭირვალე და გასაგები პრინციპები და ღირებულებები. ყველა სხვა პარტია ეკითხება მოსახლეობას თუ რა სურთ, რომ გააკეთონ. ჩვენ ხალხს არ ვეკითხებით რა სურთ, რადგან ვიცით რა არის სწორი ფორმულა“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის განმარტებით, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და ღია საზოგადოების აშენება, რისთვისაც არსებობს კონკრეტული რეცეპტები და ფორმულები თუ როგორ შეიძლება ეს გააკეთო