კახეთის გზატკეცილზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.

ავტოავარია კახეთის გზატკეცილზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.