აჭარაში ქვის ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

არტეფაქტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მისურის უნივერსიტეტში გაიგზავნა
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, არქეოლოგებმა ძვ.წ.აღ-ით მე-9, მე-10 ათასწლეულის პერიოდის 1600-მდე უძველესი არტეფაქტი აღმოაჩინეს, იუწყება გამოცემა „ბათუმელები“. 

ყვარელში არქეოლოგებმა ადრექრისტიანული ბაზილიკის საიდუმლო ამოხსნეს

ამ დროისთვის არტეფაქტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მისურის (აშშ) უნივერსიტეტშია გადაგზავნილი, სადაც სპეციალისტები ობსიდიანის ქიმიურ შემადგენლობას გამოიკვლევენ – ეს არის ქანი, რომელიც შედგება ვულკანური მინისგან. სწორედ ამ მასალით არის დამზადებული აღმოჩენილი უძველესი ნივთების დიდი ნაწილი.

საექსპედიციო ჯგუფის წევრის, არქეოლოგ გურამ ჩხატარაშვილის სიტყვებით, აღმოჩენილი არტეფაქტების უმეტესობა, კერძოდ, 250 ერთეული, სანადირო იარაღია.

 „ეს არის წმინდა სამონადირეო იარაღები – საფხეკები, ტყავის, ხორცის დასამუშავებელი დანები, საჭრისები და ა.შ. სხვა მასალებზე მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. გარდა ამისა, აღმოჩენილია საცხოვრებელი სახლის ნაშთებიც“, – განაცხადა ჩხატარაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამუშაოს შესრულების დროს ასევე აღმოჩენილი იქნა საცხოვრებელი სახლის ნაშთები.

სპეციალისტის მოსაზრებით, საქართველოში ობსიდიანის წყარო, სამხრეთ საქართველო, კერძოდ კი ჯავახეთის რეგიონია – ძირითადად ჭიქიანის მთა, საიდანაც ვრცელდება ეს მასალა და წარმოადგენს ვულკანურ მინას.

„ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდისთვის ალბათ აქტიური კონტაქტები არსებობდა ამ რეგიონებს შორის“, – განაცხადა გურამ ჩხატარაშვილმა. 

არქეოლოგებმა ორი ათასი წლის „აიფონი“ იპოვეს: ვიდეო გათხრების ადგილიდან

არქეოლოგიური აღმოჩენები კერძო ტერიტორიაზე მიმდინარეობს. არქეოლოგებმა გათხარეს 32 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, სადაც დაფიქსირდა უძრავი კულტურული ფენის არსებობა. არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი მანკოც.

არტეფაქტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები დაახლოებით ერთ თვეში იქნება ცნობილი, მანამდე კი სამუშაოები გაგრძელდება.

როგორც გურამ ჩხატარაშვილი ამბობს, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ერთ-ერთი მიზანი სოფელ ქობულეთში პირველყოფილი ადამიანის პალეოგარემოს აღდგენაა, რისთვისაც მიწის სხვადასხვა დონიდან ამოღებულია სინჯები.

საველე ექსპედიცია რუსთაველის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. გრანტის საერთო ბიუჯეტი 19 ათასი ლარია, საველე სამუშაოებისთვის კი, რომელიც ხაფხულში ჩატარდა 8 ათასი ლარი გამოიყო.