ყვითელი ამბები

„ფატალურ შედეგს გადავრჩი...“ – სოფო ტოროშელიძის ქმარ-შვილი კლინიკაში მოხვდა

მომღერლის თქმით, რესტორანი Chemo Kargo's Factory ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც სულ ოთხი ადამიანი მოიწამლა.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ქმარ-შვილი და მეგობრები ერთ-ერთ რესტორანში მოიწამლნენ, რის შედეგადაც კლინიკაში მოათავსეს.

მისი თქმით, რესტორანი Chemo Kargo's Factory ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც სულ ოთხი ადამიანი მოიწამლა, რომელთა შორის მომღერლის მცირეწლოვანი შვილიცაა.

„ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში. საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით. მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!“ – წერს ტოროშელიძე.