რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო.
რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ. მაგრამ პოზიტიური რუსკა მასმედიის წარმომადგენლებმა „ვერ გამოტეხეს“.
ამჯერად ვიდეო საკუთარ Instagram-ზე რუსკა მაყაშვილის დამ ნინუცა მაყაშვილმა გამოაქვეყნა. ნინუცა, რუსკა და მათი შვილები ერთად გატარებულ დროს საჯაროდ ავრცელებენ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, რუსკა და ნინუცა ვაჟებს დიდ ყურადღებას აქცევენ და უამრავ გასართობს უქმნიან. რუსკამ შვილი წელს ბაღში მიიყვანა. პატარა ილია საუბარს ცდილობს, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ გამოსდის. სიტყვა "ხოჭოს" დამარცვლით ამბობს, მაგრამ ერთად ვერ ახერხებს. ვიდეოს 12 ათასამდე ნახვა და უამრავი სახალისო კომენტარი აქვს.