ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მერის წარმომადგენელი დააკავეს

საჯარო მოხელეს ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქრთამის მიცემის ფაქტზე გარემოს ზედამხედველობის ოფიცერი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 ათასი ლარი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.