გახარია: ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ჩატარებული „აბრეშუმის გზის“ ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს.
Sputnik
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და მოგილოცოთ „აბრეშუმის გზის“ ფორუმის წამატებით დასრულება. „აბრეშუმის გზის“ ფორუმი, რომელიც თბილისში მესამედ ჩატარდა, იყო ძალზე წარმატებული, რაც დასტურდება, პირველ რიგში, მონაწილეთა რაოდენობით. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის სწრაფი ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ ყველა შესაბამის უწყებასთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში დანიშნული იყო 300-ზე მეტი ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრა და მოლაპარაკება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ფუნქციის, როლის, როგორც ორი დიდი ცივილიზაციის დამაკავშირებლის გაძლიერებას.