„სუსტი ინსტიტუციები გვაქვს ჯერ კიდევ დღეს. ვერ მოვახერხეთ ინსტიტუციური გაძლიერება ვერც პროკურატურის, ვერც სასამართლოსი, ვერც აღმასრულებელი ხელისუფლების, იმ დონემდე, რომ ეს ყოფილიყო დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის, ქვეყნისთვის. მაგრამ ყველაფერი არის ფარდობითი. არის თუ არა პროგრესი? ჩემი აზრით არის პროგრესი“, -ამბობს ზოიძე.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს პროკურატურა და სასამართლო უსიტყვო იარაღი იყო და ცუდი გაგებით, ძალიან ეფექტიანიც, ამის გამოსასწორებლად ორი გზა არსებობდა, ან დანგრეულიყო და ახლიდან აშენებულიყო სისტემა, ან განხორციელებულიყო რევოლუციური ცვლილებები.