იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონია – საუკეთესო ფოტოები

Sputnik

ტოკიოში იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საზეიმო ღონისძიების სურათები, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფოების მეთაურები და საპატიო სტუმრები მსოფლიოს 180 ქვეყნიდან.

იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ მოვალეობების შესრულების ფიცი დადო და ოფიციალურად გამოაცხადა მისი იმპერატორად კურთხევის შესახებ. ინტრონიზაციის ცერემონია, რომლის ისტორიაც საუკუნეებს ითვლის, სამშაბათს გაიმართა.

წინა იმპერატორმა აკიჰიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა ტახტი საკუთარი ვაჟისთვის დაეთმა. ნარუჰიტო იქნება იაპონიის 126-ე იმპერატორი და პირველი, ვინც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა. დღეს იაპონიის იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არ გააჩნია.

1 / 16
იაპონიის 126-ე იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონია ტოკიოს იმპერატორის სასახლეში გაიმართა
2 / 16
ცერემონიის წინ იმპერატორმა და მისმა მეუღლემ სასახლის ერთ-ერთ ტაძარში ლოცვები აღავლინეს
3 / 16
იაპონიის პრინცი აკისინო მონაწილეობს იმპერატორი ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაში
4 / 16
ცერემონიას ესწრებოდნენ ოჯახის წევრები (11 ადამიანი), რომელთა შორის იყო იმპერატორის უმცროსი ძმა, 53 წლის პრინცი ფუმიჰიტო
5 / 16
ნარუჰიტო იმპერატორად ჯერ კიდევ მაისში გამოცხადდა, 85 წლის მამის მიერ ტახტის დატოვების შემდეგ
6 / 16
ტრადიციულად, ახალი იმპერატორი სიტყვით გამოვიდა და „იაპონიისათვის და მისი ერისათვის კონსტიტუციის თანახმად მსახურების“ პირობა დადო
7 / 16
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და დასასრულის დროს სამჯერ დაიყვირა „ბანზაი!“
8 / 16
ოჯახის წევრების გარდა, ცერემონიას ესწრებოდა 2 ათასზე მეტი უცხოელი სტუმარი
9 / 16
იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და მისი მეუღლე აკიე იმპერატორის სასახლეში მისვლის დროს
10 / 16
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე
11 / 16
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და მისი მეუღლე მონიკა ბაბიშოვა იმპერატორის სასახლეში ინტრონიზაციის ცერემონიაზე
12 / 16
პოლონეთის პრეზიდენტის მეუღლე აგატა კორნჰაუზერ-დუდა და პოლონეთის ელჩი იაპონიაში პაველ მილევსკი იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიის შემდეგ
13 / 16
ესპანეთის მეფე ფილიპე VI და ესპანეთის დედოფალი ლეტიცია იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიის შემდეგ
14 / 16
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მეუღლესთან ერთად ინტრონიზაციის ცერემონიის შემდეგ
15 / 16
მონარქის ინტრონიზაციის ცერემონია უკვე 200 წელზე მეტს ითვლის. 1869 წლიდან ღონისძიებაზე ჩინური საცერემონიო სამოსი იაპონურით ჩანაცვლდა
16 / 16
ტახტზე ასვლის შემდეგ უნდა გამართულიყო მასშტაბური აღლუმი, თუმცა ის ნოემბერში ჩაინიშნა ტაიფუნი „ჰაგიბისის“ გამო დაღუპულთა გლოვის გამო