საქართველოში ბრიტანულ ისტორიულ ფილმს იღებენ

ბრიტანელმა კინემატოგრაფისტებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო იდეალური ადგილია ისტორიული დრამის გადასაღებად
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ბრიტანული მხატვრული ფილმის „ზეციური ქალბატონის“ (The Lady of Heaven) გადაღება მიმდინარეობს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ პროდიუსერულ „სარკე სტუდიაში“.

გერმანიაში პასტერნაკის შესახებ ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა გაიმართება >>

„ფორსაჟის“ გიჟური რბოლები თბილისის გულში – სანახაობრივი ფოტოები

სურათის ეპიზოდებს 25 ოქტომბერს რუსთავში, რამდენიმე ლოკაციაზე გადაიღებენ. ამასთან დაკავშირებით, ქალაქში დროებით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

The Lady of Heaven - არის რეჟისორ ჯონ სტივენსისა და პროდიუსერ მეთიუ კუიპერსის (Matthew Kuipers) ისტორიული დრამა. სიუჟეტისა და გადაღების პროცესის დეტალებს ჯერ არ ახმაურებენ.

ფილმის გადაღება მიმდინარეობს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.