იმნაძე: სამი კვირაა ზედამხედველობაზე გადავედით, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გრიპის ვირუსების შესახებ საუბრობს.
Sputnik
„ზამთარი არ არის, გრიპი რომ არ იყოს. იმისდა მიხედვით, რომელი ვირუსი ცირკულირებს ხოლმე, ავადობა ან მეტია, ან ნაკლები. ჯერჯერობით ევროპის ყველა ქვეყანაში სიწყნარეა. ზოგიერთ ქვეყანაში გრიპის ვირუსის თითო-ოროლა შემთხვევა არის დაფიქსირებული. სამი კვირაა აქტიურ ზედამხედველობაზე გადავედით და ჩვენთან ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა“, – ამბობს პაატა იმნაძე.

იმნაძის განცხადებთ, ამ ეტაპზე ფიქსირდება გაციების ვირუსები, რინო ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი და ენტეროვირუსი.