ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად ნუცა ბუზალაძე იმდენად შეიცვალა, რომ თაყვანისმცემლები პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში ადანაშაულებენ. წელიწადზე მეტია ახალგაზრდა მომღერალი თავის მოვლას ინტენსიურად შეუდგა და ბოქსითაც კი დაკავდა. ნუცას გარეგნობით აღტაცებული მეგობრები და თაყვანისმცემლები ყოველი ახალი ფოტოს დადებისას მომღერალს წონის კორექციაზე ეკითხებიან. აღსანიშნავია, რომ ნუცა მათ გულწრფელად პასუხობს.
ნუცას პირად გვერდზე კითხვების სია არ წყდება. ზოგი მისი ჩაცმულობით, ზოგი გარეგნობით, უფრო მეტი კი- წონით ინტერესდება. ერთ-ერთი სურათის კომენტარებში ნუცამ რამდენიმე მომხმარებელს უპასუხა: თაკო კერესელიძე: „ნუცა, რამდენი დაიკელი? ძალიან შეიცვალე“, ნუცა ბუზალაძე: „12 კილო დავიკელი“; around_tha_worl: „კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობ?“, ნუცა ბუზალაძე: „კვირაში 4 დღე ვვარჯიშობ“; irma8101: „რა სხვანაირი გახდა ეს გოგო?! რა გაიკეთა ასეთი?“, ნუცა ბუზალაძე: „ქალბატონო ირმა, წონაში დაიკლო“.
ქართველმა ვარსკვლავებმა ვარჯიშს მოუხშირეს. სელებრითებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის ტენდენცია დამკვიდრდა და ახლა ცნობილ სავარჯიშო დარბაზებში თქვენთვის საყვარელ მომღერალს, ჟურნალისტს ან მსახიობს აუცილებლად ნახავთ. ნუცა ბუზალაძეც მათ რიგს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ჭარბი წონა არ ჰქონდა, მან ვარჯიში გადაწყვიტა და აშკარაა, რომ შედეგიც აქვს. მომღერლის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში დადანაშაულება უადგილო აღმოჩნდა, რადგან მან 12 კილოგრამი დაიკლო და რადიკალურად შეიცვალა. ნუცა ახალი შემართებითა და ძალებით კონსერვატორიის სტუდენტობას ღირსეულად განაგრძობს და სულ მალე მსმენელს ახალი ჰიტებით გაანებივრებს.