კალაძე: ტაქსის რეფორმა წარმატებული გამოდგა, მუხედავად იმისა, რომ მოდიოდა შემოტევები

თბილისის მერი კახა კალაძე სატრანსპორტო რეფორმის შესახებ საუბრობს.
Sputnik
„სატრანსპორტო პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ახალი ავტობუსების შემოყვანა, მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაგონების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. პარალელურად ჩვენ განვახორციელეთ ტაქსის რეფორმა, რომელიც მართლაც წარმატებული გამოდგა, მუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები“, ამბობს კალაძე.

კალაძის განცხადებით, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეფორმა შედგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.