ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

მარცხის შემდეგ ქართველი სპორტსმენის პოზიციები მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელ მამაკაცთა რეიტინგში გაუარესდება
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენაში ტურნირზე Erste Bank Open გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა, ნათქვამია ATP-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ბასილაშვილმა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 1:2 წააგო (6:4, 2:6, 1:6).

ქართველი ჩოგბურთელის პოზიციები ATP-ს რეიტინგში გაუარესდა

35 წლის ესპანელი ტურნირზე მე-40 ნომრად იყო განთესილი, ხოლო 27 წლის ბასილაშვილი - 26-ე.

ვერდასკოს შეხვედრისას არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია მაშინ, როდესაც ბასილაშვილმა ოთხი შეცდომა დაუშვა. ამასთან, ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს თავისი ჩაწოდება რამდენჯერმე დაუთმო.

ტურნირის პირველ წრეში მარცხის შემდეგ ბასილაშვილის პოზიციები მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელი მამაკაცების რეიტინგში (АТР) გაუარესდება. გასულ კვირაში ის 24-ედან 26-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

ვენის ტურნირის (სერიიდან АТР-500) საპრიზო ფონდია 2 433 810 ევრო. ტურნირის გამარჯვებული 27 ოქტომბერს გამოვლინდება.