თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რაგბის ახალგაზრდული ნაკრები "უმცროსი ბოკესი" 2020 წლის სეზონისთვის მზადებას თბილისში გაივლის 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ნათქვამია საქართველოს რაგბის ფედერაციის განცხადებაში.
„ჩვენ გავაერთიანეთ მოთამაშეები U18 და U19 გუნდებიდან. ბიჭები წავლენ საქართველოში, სადაც ორ მატჩს ჩაატარებენ. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა. ყველა შეძლებს 2020 წელს მსოფლიო ახალგაზრდულ თასზე თამაშს. ეს ვარჯიშები ტურნირის მოსამზადებლად შესანიშნავი ტრამპლინია ჩვენი გუნდისთვის. ბიჭები ძლიერ მეტოქესთან მატჩებში შანსს მიიღებენ", – აღნიშნა სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ჩინ რუმ.
მისი თქმით, ორი მატჩის შემდეგ ნათელი გახდება, ვინაა მზად მაღალ დონეზე თამაშისთვის და ვინ – არა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრები საქართველოს ახალგაზრდულ გუნდთან ორ ტესტ-მატჩს 2 და 5 დეკემბერს გამართავს.