ანტისამთავრობო მიტინგს ჩილეში 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ფოტო

Sputnik

ჩილეში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დროს 15 ადამიანი დაიღუპა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში არეულობის სურათები

ექვს ოქტომბერს ჩილეში მეტროთი მგზავრობის ფასი 30 პესოთი გაიზარდა (დაახლოებით 1.1 ლარია), რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მშვიდობიანი აქციები 18 ოქტომბერს სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა აღმართეს ბარიკადები, გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ ქვაბებზე დარტყმებით, დააზიანეს მეტროს სადგურები, დაწვეს სავაჭრო ცენტრები, ავტობუსები.

ჩილეს ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დედაქალაქსა და ტურისტებში პოპულარულ სხვა ქალაქებში. დიდ ქალაქებში გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკა და სამხედრო ძალები. სამი ღამის განმავლობაში ქვეყნის რამდნეიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

1 / 10
ექვს ოქტომბერს ჩილეში მეტროთი მგზავრობის საფასური 30 პესომდე გაიზარდა (დაახლოებით 1.1 ლარი)
2 / 10
ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი საპროტესტო აქციები 18 ოქტომბერს ადგილობრივ პოლიციათან შეტაკებაში გადაიზარდა
3 / 10
სოციალურ-ეკონომიუკური პრობლემების წინააღმდეგ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მდიდრებსა და ღარიბებს შორის შემოსავლის დიდ სხვაობის შესახებ საკითხსაც მოიცავდა
4 / 10
დემონსტრანტებმა აღმართეს ბარიკადები, გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ ქვაბებზე დარტყმებით, დააზიანეს მეტროს სადგურები, დაწვეს სავაჭრო ცენტრები, ავტობუსები
5 / 10
საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 2643 შეადგინა
6 / 10
საპროტესტო აქციებზე დაიღუპა 15 ადამიანი და დაშავდა 211
7 / 10
ჩილეს ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა დედაქალაქსა და ტურისტებში პოპულარულ სხვა ქალაქებში
8 / 10
თუ ადრე დემონსტრანტები წვავდნენ სუპერმარკეტებს, ახლა ისინი ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას უტევენ - ერთ ღამეში მომიტინგეებმა დააზიანეს მუნიციპალური შენობები და კომისარიატები
9 / 10
ბოლო 24 საათის განმავლობაში აქციების დროს დაფიქსირდა ძალადობის 255 ფაქტი, მათგან უმეტესობა დედაქალაქში
10 / 10
სამი ღამის განმავლობაში ქვეყნის რამდნეიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა