ყვითელი ამბები

ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს

ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ ისრაელში წავიდა
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მომღერალი ზურა დოიჯაშვილი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ცნობილი, სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა, სადაც მომღერალმა შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

რატომ გახდა საჭირო მისი ჰოსპიტალიზაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის გულმა შეაწუხა.

შეგახსენებთ, ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ ისრაელში წავიდა, სადაც აეროპორტში მუშაობს.