ყვითელი ამბები

„დიდი მადლობა მეგობრებო...“ - თავდასხმა ნოე სულაბერიძეზე და დაკარგული 68 000

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი 10 ივნისს დაქორწინდნენ
Sputnik

პროდუსერი ნოე სულაბერიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, თუმცა, გუშინ ის კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა და მას Instagram-ის პირადი გვერდი გაუტეხეს.

ნოეს „ინსტაგრამზე“ 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ახალ პუბლიკაციებს ხშირად უზიარებდა გამომწერებს.

ნოეს ახალი გვერდი უკვე სხვის სახელს ატარებს და პროდიუსერის მეგობარი სელებრითები საზოგადოებას სთხოვენ, გვერდი დაარეპორტონ.

ნოე სულაბერიძის Instagram-ის გვერდის პოპულარობა განსაკუთრებით მისი და მოდელის ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილის ქორწინების შემდეგ გაიზარდა. მათი მოგზაურობა, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი, სამეგობრო წრე თუ ერთი ბანალური დღე ბევრს აინტერესებს.

საზოგადოებამ მათი ნიშნობის შესახებ 10 აპრილს სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყო. ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. ჯანეტისთვის ეს პირველი შვილი იქნება, პროდიუსერს წინა ქორწინებებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი 10 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს. მათი წყვილი დიდ ინტერესს იწვევს. ერთმანეთს იმდენად უხდებიან, თაყვანისმცემლების თქმით, გარეგნულად ჰგვანან კიდეც.