თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა: დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ექიმების განცხადებით, მოზარდს ჯერჯერობით ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. 12 წლის ბავშვი, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, იუწყება ტელეარხი Imedi.

მეტროს სადგურ „გოცირიძესთან" 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა

შემთხვევა გუშინ, მეტროს სადგურ „გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც იგი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმების განცხადებით, მოზარდს ჯერჯერობით ქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. მოზარდს ხელებისა და სახის არეში ექსკორაციები აღენიშნება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.