მსოფლიო დღეს

მინსკის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ბელარუსში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 20 ოქტომბერს მინსკის აეროპორტში დააკავეს. ის მინსკიდან ბუდაპეშტში გაფრენას ცდილობდა.

საქართველოს მოქალაქე ბელარუსის მესაზღვრეებმა პოლიციას გადასცეს. დაკავებული 38 წლისაა.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაცია მინსკის აეროპორტის საბაჟო სამსახურმა გავრცელა.