მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 58 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

უწყების ცნობით, დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის სამართალდამცველებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. მისი პირადი ჩხრეკისას 119 აბი "სუბოქსინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.