ყვითელი ამბები

„ქალაქის მერზე ნაკლები რით ვარ?!“- გურამ შეროზია ტრუსებში სექსუალურ ფოტოს აქვეყნებს

გურამ შეროზია ორი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძეა. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს
Sputnik

ბლოგერი გურამ შეროზია Instagram-ის პირად გვერდზე ვარჯიშის შედეგის ფოტოს აქვეყნებს. შეროზია ფიქრობს, რომ როდესაც ვარჯიშის შედეგს საზოგადოებას უზირარებ, მოტივაცია მაღალია.

„დიახ, გონება, იუმორი, მიღწევები და ა.შ. უფრო სექსუალურია და მკიდია ეგ (sexy) პარამეტრი საერთოდ, მაგრამ როცა ვარჯიშს შედეგი აქვს - მისი გაზიარების მოტივაციაც მაღალია! თან ქალაქის მერზე ნაკლები რით ვარ?!“, - წერს შეროზია.

ბლოგერი გურამ შეროზია აქტიური ცხოვრებით გამოირჩევა. ბავშვობაში ბევრ რამეზე ოცნებობდა, მათ შორის, უცხოეთში მოგზაურობაზე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაყოფიერად ეს ოცნება განახორციელა - ამ დროისთვის 60 ქვეყანაშია ნამყოფი.

გურამ შეროზია ორი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით ფსიქოლოგი ხატია ჯოხარიძე იყო, თუმცა მალევე დაშორდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.