გარდაბანში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად მენინგიტი სახელდება
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა, იუწყება Rustavi 2.

ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალა – რა მოხდა „ევექსის" საავადმყოფოში

შემთხვევა სოფელ მთისძირში დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა 10 თვის ბიჭი დილით გარდაცვლილი ნახეს. ოჯახის მეზობლების თქმით, ბავშვს, სავარაუდოდ, მენინგიტი ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.