ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ბათუმში გაიმართება

ტურნირი შვეიცარიული სისტემით ტარდება და ცხრა ტურად არის დაყოფილი
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში 23 ოქტომბერს ჭადრაკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება, ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

ბათუმში თავს მოიყრიან ევროპის საუკეთესო საჭადრაკო ნაკრებები. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ჩემპიონატი, რომელსაც ფიდე 1957 წლიდან ატარებს, ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა, მოგვიანებით ინტერვალი ორ წლამდე შემცირდა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით ტარდება და ცხრა ტურად არის დაყოფილი.

საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ნაკრებებში წამყვანი მოჭადრაკეები შევიდნენ, ამასთან, ქართული ქალთა ნაკრები ტურნირზე ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

ქალთა პირველი ნაკრები: ნანა ძაგნიძე (სარეიტინგო ქულები - 2502), ლელა ჯავახიშვილი (2457), ბელა ხოტენაშვილი (2446), მერი არაბიძე (2398), სალომე მელია (2380).

ქალთა მეორე ნაკრები: ნინო ბაციაშვილი (2422), სოფიკო ხუხაშვილი (2341) ნინო ხომერიკი (2315), სოფიო გვეტაძე (2297), მირანდა მიქაძე (2279).

ქართველმა მოჭადრაკემ თურქეთის ტურნირზე გაიმარჯვა

მამაკაცთა ნაკრები: ივან ჩეპარინოვი (2670), ბაადურ ჯობავა (2617), ლევან ფანცულაია (2603), ლუკა პაიჭაძე (2574), გიგა ყუფარაძე (2457).

საპრიზო ფონდი როგორ მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდებისთვის ერთნაირია: პირველი ადგილი - 8 ათასი ევრო, მეორე ადგილი - 5 ათასი ევრო, მესამე ადგილი - 3 ათასი ევრო. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 32 ათასი ევრო.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნირი სასტუმრო „შერატონში" გაიმართება.