მსოფლიო დღეს

ერევანში ქალი არაადამიანურად აწამეს და მოკლეს

შემთხვევის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ერევანში ქალი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში სასტიკად მოკლეს, იუწყება „Sputnik სომხეთი".

სისხლიანი გარჩევა: მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

ცხედარი სამშაბათს, ღამით იპოვეს ბინაში, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ქალს სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები და ჭრილობები აღმოაჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარი რაღაც დროით სახლიდან იყო გასული, სწორედ ამ დროს მოხდა ბინაში შეჭრა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.