საქართველოს საზღვრებზე სიგარეტის კონტრაბანდის მცდელობა აღიკვეთა

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და ათას-ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. „წითელი ხიდისა“ და „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მებაჟეებმა მამაკაცს კონტრაბანდული ოქრო კუჭში უპოვეს

მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ჯამში 11 340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდზე“ 16 და 20 ოქტომბერს მომხდარი ფაქტების გამო საქართველოს მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.