ქართულ-რუსული ურთიერთობების მდგომარეობა რუსეთის საგარეო უწყებაში განიხილეს

შვეიცარიის ელჩმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. შვეიცარიის მიერ საქართველოს და რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის საკითხები განიხილეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ და მოსკოვში შვეიცარიის ელჩმა ივ როსიემ, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შვეიცარია საქართველოში რუსული ინტერესების, ხოლო რუსეთში ქართული ინტერესების წარმომადგენლობის მოვალეობებს ასრულებს, აგრეთვე ახორციელებს ჟენევის დისკუსიების ორგანიზაციულ მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში.

შვეიცარიას უჭირს შუამავლობა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების გარეშე

„განხილულია შვეიცარიის მიერ საქართველოს და რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის აქტუალური საკითხები. შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობისა და რეგიონული პრობლემების შესახებ", – იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს.

შვეიცარიის ელჩი საქართველოს მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგებზე აფრთხილებს >>

საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს შვეიცარიის საელჩო ასრულებს. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო შვეიცარიის საელჩოებში თბილისსა და მოსკოვში, შესაბამისად, რუსეთისა და საქართველოს ინტერესთა სექციებია განთავსებული.