თბილისის ერთ-ერთი კაზინოდან ოთხი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს

დაშავებულები ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მედისონში“ მოათავსეს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. გლდანში „ბეთლაივის“ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად ოთხი ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

აფეთქება ღრმაღელესთან: ბინაში სახიფათო გაზდანადგარი იყო დამონტაჟებული

დაშავებულები ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მედისონში“ მოათავსეს, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დამატებით დეტალებზე კლინიკაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებს ამ წუთებში არკვევს.