გლდანში გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზმომარაგების ონკანები უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, გლდანში 350 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის ერთ-ერთი კაზინოდან ოთხი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს >>

ნაძალადევში მაგისტრალური მილი გასკდა – ვიდეოკადრები

ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გაზმომარაგების ონკანები გადაკეტა.

ტელეკომპანიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ბუნებრივმა აირმა სავენტილაციო არხებით კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ გაჟონა.

საპატრულო პოლიციის მიერ აღნიშნული დაწესებულებებიდან მოხდა ხალხის ევაკუაცია და შენობების განიავება. ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა დასრულებისთანავე დაიწყება სარემონტო სამუშაოები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გლდანში კაზინო „ბეთლაივში“ გაზის გაჟონვის შედეგად ოთხი ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა.

დაშავებულები ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკა „მედისონში“ მოათავსეს, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.