ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის უიკენდი ლოპოტაზე – ფოტოები

ანუკი არეშიძე თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეზეა დაქორწინებული. ოჯახი წყნეთში ოთხ ვაჟთან ერთად ცხოვრობს.
Sputnik

თბილისის ულტრამოდური მერის კახა კალაძის ცოლი გამორჩეულია სილამაზითა და დახვეწილობით. ოთხი შვილის მშობლები ბევრს მოგზაურობენ. ანუკის ოფიციალური გვერდი საინტერესო ფოტო-ვიდეოებითაა სავსე. საკმარისია მის გვერდზე შეხვიდეთ, სახასიათო სურათები ძალიან დაგაინტერესებთ და აღმოაჩენთ, რომ ანუკი არა მხოლოდ სტილით გამოირჩევა, არამედ მიკრობლოგის საინტერესო კუთხით წარმოჩენას ცდილობს.

მუდამ ელეგანტური, ტრენდული და რეტრო სტილი ანუკის განუყოფელი ნაწილია. ყოფილი მოდელი ნებისმიერი ზომისა თუ ფერის სამოსს თანაბრად იხდენს. მას უამრავი მიმდევარი ჰყავს როგორც სოციალურ ქსელში, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ანუკის ბრენდი თბილისსა და მაღალი მოდის ქალაქებში ძალიან პოპულარულია. გარდა კაბებისა, დიზაინერმა აქსესუარების შექმნა დაიწყო.

ცოტა ხნის წინ პარიზისა და მილანის მოდის კვირეულიდან გამოქვეყნებულმა ფოტოებმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ანუკი იზაბელ მარანტის კაბაში პოზირებდა, „ფოლოუერებს“ კი ის მეხუთე ბავშვზე ფეხმძიმედ ეგონათ, რაც დიზაინერმა მალევე უარყო.

შაბათ-კვირა კალაძეების ოჯახმა კახეთში, ლოპოტის ტბაზე გაატარა. როგორც ჩანს, წყვილმა არაჩვეულებრივი დრო გაატარა და ფაქტის ამსახველი ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნეს.

ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. გასული წლის სექტემბერში წყვილს ვაჟი – ნიკოლა შეეძინა. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერ კალაძე – 7 წლის, ვაჩე კალაძე კი – 5-ის.