მეტროს სადგურ „გოცირიძესთან" 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა

იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებული ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდს სარკინიგზო შემადგენლობა დაეჯახა, იუწყება ქართული მასმედია.

მომხდარის შედეგად 12 წლის მოზარდი დაშავდა, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. არასრულწლოვანს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.