წყალბურთი: თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

მომდევნო შეხვედრას თბილისელები შინ უნგრულ კლუბთან გამართავენ
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის „დინამომ“ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე (2019/2020) В ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი ხორვატიულ კლუბ „მლადოსტთან“ წააგო.

ბალკანელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 21:11 (8:2, 3:1, 6:4, 4:4). ანგარიშიდან ჩანს, რომ ბოლო ორ მეოთხედში ქართველმა სპორტსმენებმა მაჩვენებლები ოდნავ გააუმჯობესეს.

საქართველოს წყალბურთელებმა გერმანიის გუნდი დაამარცხეს

ორი ტურის შემდეგ „დინამოელებს“ არცერთი ქულა არ აქვთ და ცხრილში ისინი მერვე ადგილს იკავებენ. ჯგუფის ლიდერები არიან იტალიის „რიცო“ და ორი უნგრული გუნდი - „ბუდაპეშტი“ და „ფერენცვაროში“.

ათი დღის წინ რევაზ ჩამოხიძის შეგირდები სტუმრად ესპანურ კლუბ „ტერასასთან“ ანგარიშით 5:9 დამარცხდნენ.

მომდევნო თამაშს „დინამო“ 30 ოქტომბერს თბილისში „ბუდაპეშტის“ წინააღმდეგ გამართავს.

2019/2020 სეზონის ჩემპიონთა ლიგაში წყალბურთში ორ ჯგუფად (А და В) დაყოფილი 16 კლუბი მონაწილეობს. ტურნირის მომდევნო სტადიაში თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი გავა.