ყვითელი ამბები

ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ვერა ბრეჟნევა პოპულარობამდე - ფოტო

ჯგუფ ВИА Гра-ს ყოფილი ვოკალისტი ვერა ბრეჟნევა პროდიუსერ კონსტანტინ მელაძეს 2015 წლის ზაფხულში გაჰყვა ცოლად
Sputnik

მომღერალი ჯგუფის - „Виа Гра“ სოლისტი 2002 წელს გახდა. 4 წლის შემდეგ კი დატოვა ჯგუფი და სოლო-კარიერას მიჰყო ხელი. 37 წლის ვერა ორ ქალიშვილს, სონიას და სარას ზრდის და დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

მომღერალი 1982 წლის 3 თებერვალს უკრაინაში დაიბადა. ბავშვობიდან არაფრით იყო გამორჩეული, ატარებდა სათვალეს და თანაკლასელებთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა. აი, ასე გამოიყურებოდა ვერა ბრეჟნევა სკოლის ასაკში.

 

ჯგუფ ВИА Гра-ს ყოფილი ვოკალისტი ვერა ბრეჟნევა პროდიუსერ კონსტანტინ მელაძეს 2015 წლის ზაფხულში გაჰყვა ცოლად. მათ იტალიაში ფარულად დაიწერეს ჯვარი. ირკვევა, რომ წყვილმა ერთმანეთი წლების წინ სწორედ აქ გაიცნო.

ვერას გამო მელაძე ცოლს დაშორდა. მანამდე ის 19 წელი (1994-იდან 2013-მდე) დაქორწინებული იყო იანა სუმზე, რომელიც ახლა სამ შვილს ზრდის: ალისას, ლიას და ვალერს. მათი უმცროსი ქალიშვილი, ლია 15 წლისაა. ის ძალიან ლამაზია.

წყვილი ცოტა ხნის წინ ახალ სკანდალში გაეხვა. რუსულ მასმედიაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ვერას მეუღლე „ვიაგრას“ სოლისტ ერიკა ჰერცეგთან ღალატობს. ამბობენ, რომ მელაძე ჩუმად ხვდება თავის ახალ მიმზიდველ საყვარელს, ამ ფაქტის ოფიციალური დასტური ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

ვერა ბრეჟნევა ჭორებს Instagram-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ყველაფერი სისულელეა. როგორც ჭორების ავტორები ამბობენ, იმას, რომ ეს ამბავი მართალია, მოწმობს ისიც, რომ ბოლო ერთი თვეა ვერა ბრეჟნევა Instagram-დან შლის ყველა იმ ფოტოს, რომელიც ქმართან ერთად არის გადაღებული, რადგან, დიდი ალბათობით, მის ყურამდე უკვე მივიდა ამბავი ქმრის ღალატის შესახებ.