„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან

თბილისში გამართულ კონკურსში მონაწილეობას 15 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ნიჭისა და სილამაზის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ რუმინეთისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ კონკურსის დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა.

„მის პლანეტას“ ტიტულის მფლობელი გახდა 26 წლის რუმინელი გოგონა Hodisan Denisa Gabriela, ხოლო „მისტერ პლანეტის“ წოდება მიენიჭა 18 წლის სამხრეთ აფრიკელ Aubrey Pieterse.

„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან

„ჩვენ მოვიწვიეთ 300 VIP სტუმარი, რომელიც გადაწყვეტილებას ჟიურისთან ერთად იღებდა. დარბაზი ერთხმად სკანდირებდა: „რუმინეთი, რუმინეთი“. წელს ყველაფერმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაიარა“, - გვიამბო მგალობლიშვილმა.

რაც შეეხება მონაწილეებს საქართველოდან, მარიამ მამუცაშვილი გახდა კონკურსის ვიცე-მისი, ხოლო გოგა ჯიქიამ მეორე ადგილი დაიკავა.

„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან

ფინალისტები 15 ქვეყნიდან თბილისს ეწვივნენ, რათა საკუთარი ნიჭი და სილამაზე უჩვენონ. მონაწილეები საქართველოდან, ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან მაყურებლის წინაშე წარდგნენ სხვადასხვა სამოსით და საღამოსთვის მომზადებულ ნომრები უჩვენეს.

„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან

პირველად კონკურსი 2015 წელს ჩატარდა, როდესაც Miss Planet-ის პრეზიდენტმა ირინა პაპაზოვამ კონკურსანტების ფინალური დაპირისპირებისთვის თბილისი აირჩია.