ჰამბურგში მდებარე Laboratory of Phramacology and Toxicology-ში ჩატარებული ექსპერიმენტების ფარული ჩანაწერი ორგანიზაცია Cruelty Free International-ის თანამშრომელმა გადაიღო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაბორატორიაა გერმანიაში და იქ 175 ადამიანია დასაქმებული. გავრცელებულ ჩანაწერებში გარკვევით ჩანს, თუ რა პირობებში ამყოფებენ სხვადასხვა სახეობის ცხოველებს. განსაკუთრებულად ცუდ პირობებში მაიმუნები იმყოფებოდნენ, რადგან მათ რკინის ვიწრო გალიებში აცხოვრებდნენ, კვლევების ჩატარებისას კი რკინის მარწუხებით აბამდნენ.