ცეკვა „განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღემდე მინიჭებული აქვს 50-მდე ობიექტს, მათ შორის, ცეკვებს „ფერხული“ და „ხორუმი“
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. ცეკვა „განდაგანას“  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

აჭარული ბორანო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა

განდაგანა სატრფიალო ცეკვაა. ცეკვაში ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება.

სხვადასხვა ანსამბლი ცეკვას სხვადასხვაგვარად ასრულებს. ორიგინალ ვერსიაში კი აჭარულის ცეკვას ქალი იწყებს. ცეკვა პირველად სცენაზე 1946 წელს შესრულდა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღემდე მინიჭებული აქვს 50-მდე ობიექტს, მათ შორის, ცეკვებს „ფერხული“ და „ხორუმი“, „ლელობურთს", ქართულ პოლიფონიას, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, კახურ მრავალჟამიერს, ბერიკაობას, კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგიას, მესხურ ყველს, აჭარულ ბორანოს, ხაჭაპურს, აჯიკას, კუბდარის დამზადების ტრადიციულ მეთოდს და ა.შ.

მათგან ექვსს ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული, ესენია: ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; „დედაენა", „ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა", „ქართული ჭიდაობა" და „ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია".

პრემიერი: ქართულ საგალობლებს ქვეყნის მასშტაბით შეასწავლიან >>

UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში კი შეტანილია 3 ქართული ძეგლი: ქართული პოლიფონია, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა.