ავთო ცქვიტინიძე: „მაშინ საკუთარ თავთან ინტერვიუებს ვიწერდი: თუ როგორი დაკავებული ვიყავი“
© Sputnik
„ბავშვობა კარგი მქონდა, გამხდარი ბავშვი ვიყავი, ხუჭუჭა თმით. ჩუმი ეშმაკი ვიყავი და დამნაშავე არასოდეს გამოვდიოდი, ყოველი შემთხვევისთვის, ასე ჩანდა. მოკლედ, ერთი კარგი გურული ბავშვი ვიყავი-ჩემი პერსონის მიმართ ყურადღებით ყოველთვის გათამამებული. ჩემთან მეგობრობა ყველას უნდოდა და მეც ამას შევეჩვიე. იუმორის გრძნობა ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა, თუმცა არ ვთამაშობ და მართლა ასეთი ვარ. ბევრს უჭირს ხოლმე, რომ გამიგოს“,-ამბობს ავთო ცქვიტინიძე სატელევიზიო გადაცემაში.
დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე იხსენებს: „ისე, რომ არავისთვის მიკითხავს, სახლში სამზარეულოს ტილოს ქსოვილის ფარდა ჩამოვხსენი, მამას პერანგი დავშალე და გამოვჭერი“.