ყვითელი ამბები

„ფანტასტიკა ხარ!"- თინა დალაქიშვილი სექს-სცენებს პირად გვერდზე ასაჯაროებს

ქართელი კინოს ამომავალი ვარსკვლავი ექსტრავაგანტულობით გამოირჩევა. თინა დალაქიშვილს ახალი პარტნიორი ჰყავს. პირადი ურთიერთობის დეტალების აფიშირებას არ წყვეტს. მისმა უახლესმა შიშველმა ფოტოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია
Sputnik

ნაზმა, ჩუმმა, ლამაზთვალება გოგონამ თითქოს მეტამორფოზა განიცადა. თინა დალაქიშვილს თაყვანისმცემლები ვეღარ ცნობენ. მისი ლამაზი სხეული უამრავი ტატუთი დაიფარა. ცოტა ხნის წინ მან შეყვარებულს კიდევ ერთი ტატუ მიუძღვნა. სვირინგი ინტიმურ ადგილას ამოიხატა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მსახიობმა „მე შენ მიყვარხარ“ დაიწერა და გაუგებრობის ასაცილებლად უცხოელი ფანებისთვის გადათარგმნა.

თინას ცხოვრებაში ნიკუშა ანთაძის გამოჩენის შემდეგ, ნიჭიერი მსახიობი მეტად თამამი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თინა პროფესიით მსახიობი არ არის რეჟისორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. რუსეთსა და საქართველოში მის გარეგნობას და სამსახიობო მონაცმებს აფასებენ და უამრავ კინოფილმში იწვევენ. მათ შორის არის პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“; ფილმი „მძევლები“; „სიყვარული აქცენტით“; „ვარსკვლავი“ და სხვა მრავალი...

თინა დალაქიშვილი ობიექტის წინ ხშირად შიშვლდება. მისი ეროტიკული ხასიათის ფოტოები ინტერნეტ-სივრცეში დიდი რაოდენობით მოიპოვება. როგორც თავად იხსენებს, რაც საკუთარი თავი ახსოვს მუდამ ხატავს. უყვარს სახლში ყოფნა, ამიტომ მისი ფოტოები უფრო ხშირად სწორედ სახლშია გადაღებული. თინას ნამუშევრების გამოფენას შემდეგი წლისთვის უნდა ველოდოთ. ერთ-ერთ ინნტერვიუში პოპულარულმა მსახიობმა დააანონსა და აღნიშნა, რომ ხატვა მისთვის სხვა განზომილებაა და გამოფენისთვის ემზადება.

უცხო და უცნაური გარეგნობით გამორჩეული თინა ყველას აღფრთოვანებას არა მხოლოდ წარმატებულ და რეიტინგულ ფილმებში მონაწილეობით იწვევს, არამედ მისი მეტყველი თვალებით. რითიც შეაყვარა თავი ახალ შეყვარებულს, ერთ-ერთი კომპანიის კრეატიულ დირექტორს ნიკუშა ანთაძეს. თინა დალაქიშვილი 28 წლისაა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ცნობილი კინორეჟისორები მრავალ საპასუხისმგებლო როლზე თინას ამტკიცებენ და არც ცდებიან. მისი ნიჭისა და მონდომებული თამაშის წყალობით ფილმები საერთაშორისო ასპარეზზე გადის და მაღალი დონის კინოფესტივალებიდან ჯილდოებით ბრუნდებიან.