კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით „ჰეროინი“

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, სოფელ აფენში 47 წლის ნარკორეალიზატორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს და ფარულად აუდიო-ვიდეო ჩაწერეს.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას.