თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი „კოლტი" ნივთმტკიცებად ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე 24 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი „კოლტი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.