Jazz and Wine: ჭავჭავაძეების მამულში ღვინისა და ჯაზის მოყვარულები შეკრიბნენ

ძველებურ მამულში დღეს შუადღემდე ღვინისა და ჯაზ-მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებენ
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სოფელ წინანდალში ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში შაბათს გაიხსნა ყოველწლიური ფესტივალი Jazz and Wine, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

თელავში „თელავინო 2019“ იზეიმეს >>

ღონისძიების სტუმრები აგემოვნებენ ქართულ ღვინოს და იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანოს მასტერ-კლასებში იღებენ მონაწილეობას. მაესტრო დახვეწილი კერძების ახალ საავტორო რეცეპტებს წარმოადგენს.

ცეცხლოვანი შოუ და კონცერტი: თბილისი ღვინის მასშტაბურ ფესტივალზე იწვევს

როგორც შარშან, ღონისძიების ორგანიზატორებმა ამჯერადაც იზრუნეს ფესტივალის კულტურულ-გასართობი პროგრამის მრავალფეროვნებაზე. ტრადიციულად, სტუმრებისთვის გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია, ღვინის დაწურვისა და ფესტივალის მთავარი სასმელის მომზადების მასტერ-კლასები.

ალექსანდრე ჭავჭავაძის საგვარეულო მამული წინანდალში, მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის დასაწყისიდან, იყო საქართველოს კულტურული და ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრი. მამული დღესაც არ კარგავს უნიკალურობას: აქ ტარდება ფესტივალები, კლასიკური მუსიკის კონცერტები, იშვიათი გამოფენები, ლიტერატურული საღამოები და შეხვედრები.

ფესტივალი Jazz and Wine კახეთში 2017 წლიდან ტარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა, წელს იგი ერთდღიანი იქნება.