თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საავტომობილო გზაზე ავტომობილი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საბედნიეროდ, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სადენებზე ცეცხლის გაჩენა გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.