ყვითელი ამბები

„ავლადიდება გვაჩვენა“ – ნუცა ბუზალაძემ ღრმად ამოღებული დეკოლტეთი მკერდი გამოაჩინა

ახალგაზრდა შემსრულებელი ერთ წელზე მეტია ინტენსიურად ვარჯიშობს. ქართველ სელებრითებში შემოსული ეს ახალი ტრენდი ნუცას ფორმებს მეტ სექსუალობას ჰმატებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ცეცხლოვან წითელ კაბაში გამოწყობილი მომღერალი.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ ნუცა საკმაოდ ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება მრავალფეროვანი რეპერტუარით, არაერთი მნიშვნელოვანი მიუზიკლითა და საერთაშორისო კონკურსებითაა სავსე. ახლა მომღერლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა: ნუცამ კოსერვატორიაში ჩააბარა. ნიჭიერი შემსრულებელი ვოკალური მონაცემებითა და პლასტიკითაა დაჯილდოებული. კონკურს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მისი მონაწილეობა ბევრს ახსოვს. სამწუხაროდ, ნუცამ მიღებული ტრავმის გამო პრიზის მოპოვების შანსი დაკარგა.

პოპულარული ახალგაზრდა შემსრულებელი წელს რადიკალურად შეიცვალა. ნუცამ თაყვანისმცემლების ყურადღება ვარჯიშით, სექსუალური აღნაგობით და ახალი ალბომით მიიქცია. ქარიზმატული და მიმზიდველი შემსრულებელი ჭარბი წონით არასდროს გამოირჩეოდა, მიუხედავად ამისა, ტენდენციას არ ჩამორჩა და სხეულს ჯანმრთელი საკვებით, ვარჯიშითა და საკურორტო კომპლექსებში განტვირთვით იჯანსაღებს. როგორც ჩანს, თამამი გოგონა მაღალი ნებისყოფითაც გამოირჩევა და დასახულ მიზნამდე შემართებით მიისწრაფვის. ამისთვის კრივითაც დაინტერესდა და ჰობად აქცია.

ნუცასთვის 2019 წელი განსაკუთრებულად ნაყოფიერი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ პროფესიული კუთხით დიდ წარმატებას მიაღწია და კონსერვატორიის სტუდენტი გახდა, მოგზაურობას არ მოუკლო და Instagram-ზე უამრავი ფოტო გამოაქვეყნა. შესაშური არდადეგებიდან დაბრუნებულმა ნუცამ „ჩხიკვთა ქორწილში“ მთავარი როლი შეასრულა, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ გაიმართა. ნუცამ ფრანგული ენის შესწავლა და საფრანგეთში საგანგებოდ ჩაფრენა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დასვენებით ჩაანაცვლა.

უახლესი ფოტოები ცეცხლოვან წითელ კაბაში ნუცამ მცხეთიდან გამოაქვეყნა. ახალგაზრდა არტისტი ამ „ლუქით“ ნამდვილად ბრწყინავდა და გამოქვეყნებულ ფოტოებს დაურთო წარწერა „წითელი ჩემი ფავორიტია“. მის ფოტოს რამდენიმე საათში 3 ათასამდე მოწონება აქვს. კომენტარებში კი ხატოვანი სიტყვები და ნუცას ქება არ წყდება.