ყვითელი ამბები

„10 წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ“ – რატომ ტოვებს ნანიკო ხაზარაძე „იმედის დღეს“?

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია ვითარდებოდა. პირად გვერდზე ნანიკო ხაზარაძემ გულის ამაჩუყებელი პოსტი გამოაქვეყნა და მხარში უამრავი ადამიანი ამოუდგა.
Sputnik

პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. წლების წინ დაწყებული კარიერა დღეს დასრულდება. ნანიკო ხაზარაძე ყოველდღე „იმედის დღეში“ პირდაპირი ეთერით აღარ მოგვესალმება, სიახლეებს არ გაგვაცნობს და საკუთარ გამოცდილებას არ გაგვიზიარებს. ნანიკო ხაზარაძემ „იმედის დღიდან“ წასვლის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. თავდაპირველად Facebook-ზე მოკლე სტატუსით შემოიფარგლა, სადაც წასვლის დეტალებზე არ დაუწერია. მოგვიანებით საკუთარი სტატუსი ვრცელი კომენტარით ჩაანაცვლა.

ტელეკომპანია „იმედში“ 2010 წლიდან გამოჩნდა. „დღის შოუ“ უმეტესად ცნობილი ქალბატონებით დაკომპლექტებულმა „იმედის დღემ“ ჩაანაცვლა, სადაც ნანიკო, ნიკოლოზ წულუკიძე, ეკა ამირეჯიბი, ეკო ფანგანი და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ წარმოდგენილი. ერთი წლის წინ ნანიკომ პირად გვერდზე „დღის შოუს“ ძველი ეთერი და ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს სახალისო წარწერა დაურთო: „2010 წელი. ჩემს იმიჯზე არავინ ზრუნავდა?!“

სახალისო წარწერა ამჯერად სამწუხარომ ჩაანაცვლა. ნანიკო ხაზარაძე „იმედის დღეს“ ტოვებს. ცნობილი ქართველი ტელესახის განცხადებით, ის „იმედში“ რჩება. თუმცა აქვე აღნიშნა, რომ დღის გადაცემას საკუთარი ნებით ტოვებს. ნანიკო ხაზარაძეს მეუღლესთან ერთად რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაცემა „ორი აზრი“ მიჰყავს. ნანიკო ხაზარაძის განცხადება კი ასეთია: „ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს „იმედის დღეში“. 10 წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ... ედით! ჩემი სურვილით! კიდევ ედით! აქ ვრჩები „იმედზე!“