ყვითელი ამბები

მგალობლიშვილი: „მის და მისტერ პლანეტა 2019“ არის კონკურსი, სადაც საერთაშორისო მეგობრობაა

საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის და მისტერ პლანეტის“ დამფუძნებელი ეკა მგალობლიშვილი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის 2019 წლის კონკურსზე საუბრობს.
Sputnik
მგალობლიშვილი: „მის და მისტერ პლანეტა 2019“ არის კონკურსი, სადაც საერთაშორისო მეგობრობაა
„მეექვსე წელია საქართველოში საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტის კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა“ ტარდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ სამოდელო კონკურსების ჩატარება არ არის. ვაგრძელებთ საერთაშორისო მეგობრობას და საქართველოს პოპულარიზაციას. სასიამოვნოა, როდესაც მრავალი ქვეყანა საქართველოზე საუბრობს“, – აღნიშნა ეკა მგალობლიშვილმა.

მგალობლიშვილის თქმით, კონკურსის წყალობით მრავალი ქვეყანა ქართულ სამოსზე, ჩურჩხელაზე, ტრადიციებსა და ქვეყნის ქალაქებზე საუბრობს.