მსოფლიო დღეს

ლედი გაგა კონცერტზე თაყვანისმცემელთან სექსუალური ცეკვის დროს სცენიდან გადავარდა – ვიდეო

ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მომღერალმა და მისმა თაყვანისმცემელმა, შესაძლოა, ტრავმები მიიღეს.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ გადავარდა სცენიდან ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა იმ დროს, როდესაც თაყვანისმცემელთან სექსუალურ ცეკვას ასრულებდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მომღერალმა და მისმა თაყვანისმცემელმა, შესაძლოა, ტრავმები მიიღეს.

​„ლედი გაგა სცენიდან დღეს, საღამოს ძალიან უიღბლოდ ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც ფანატმა ხელში აიტაცა და ამ დროს წაბორძიკდა. ის ჯერ დავარდა, ხოლო შემდეგ ზემოდან ვენტილატორი დაეცა. მაგრამ ლედი გაგამ შოუ განაგრძო. ვიმედოვნებთ, რომ ისიც და ფანატიც თავს კარგად გრძნობენ", – დაწერა „ტვიტერში" ფან-პროფილის @GagaMediaDotNet ადმინისტრატორმა.

​გამოცემა ET იუწყება, რომ ჯერჯერობით არ არის ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღეს თუ არა რამე ტრავმა ლედი გაგამ ან მისმა თაყვანისმცემელმა გადავარდნის დროს.